შვეიცარია ბედნიერების ინდექსით პირველ ადგილზეა, საქართველო 130-ზე

შვეიცარიაქვეყანა, რომელიც თავისი საათებით და შოკოლადით არის ცნობილი, ახალი კვლევებით ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული.
შვეიცარია მესამე ყოველწლიური ბედნიერების World Happiness ინდექსის თავში მოექცა, რომელიც გაეროს ქსელის მეშვეობით დადგინდა.
შვეიცარიის შემდეგ ადგილებს იკავებენ ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა.
სიას ასრულებენ ბურუნდი, ბენინი, რუანდა და სირია.
გამოკითხვის მიზანია, რომელიც 158 ქვეყანაში ჩატარდა, გაეროსთვის ზოგადი სურათი დაიხატოს სხვადასვა რეფორმების მიმართულებით და ის მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიც არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციის დონე, სოციალური თავისუფლება და სხვა.
„ხელისუფლება კეთილდღეობის განცდას ზომავს და გამოკვლევებს იღებს როგორც სახელმძღვანელოს, სად რა სახელმწიფო მომსახურებაა საჭირო, ან რა პოზიციის გამაგრებაა აუცილებელი. “
საქართველო აღნიშნულ სიაში 130-ე ადგილს იკავებს. ბედნიერების მაჩვენებელით საქართველოს გაუსწრეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა კენია, ეთიოპია, ინდოეთი, ბანგლადეში, ერაყი, პალესტინა, ტუნიზი და სხვები.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში სომხური დროშებით 40 მანქანა დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთის შსს: კადიროვის გამონათქვამები დაუშვებელია