შვედური გამანადგურებელი ჩიტს დაეჯახა და კატასტროფა განიცადა

შვედური კომპანია Saab-ის გამანადგურებელმა Jas 39 Gripen ჩიტთან დაჯახების გამო კატასტროფა განიცადა – ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა. ინციდენტი 21 აგვისტოს დილით მოხდა. მეოთხე თაობის გამანადგურებელი ინციდენტის შემდეგ ბლეკინგის პროვინციაში ტყის ზონაში ჩავარდა. პილოტმა კატაპულტირება განიცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შვედეთის სატრანსპორტო სამმართველოს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შარლოტ ბილგრენმა განაცხადა, რომ ჩიტებთან შეჯახება ხშირად ხდება. სტატისტიკის თანახმად, წელიწადში 400-ჯერ. “მაგრამ თვითმფრინავის ასე ძლიერ დაზიანება იშვიათია” – თქვა ბილგრენმა.
მიმდინარე მომენტში ინციდენტი გამოძიება მიმდინარეობს. ექსპერტები თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს..მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს-მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიალეღვის ნახარშით სხეულის 40 %-იანი დამწვრობა 12 წლის გოგომ მიიღო