შვედმა პროკურორებმა ასანჟის დაკითხვის თარიღი გამოაცხადეს

შვედმა პროკურორებმა გაავრცელეს, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკითხვის საშუალება ლონდონში, ეკვადორის საელჩოში 14 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.
“ეკვადორმა შვედეთის მოთხოვნა, გამოძიებას ხელი შეუწყოს, დააკმაყოფილა. დაკითხვას ეკვადორელი პროკურორი განახორციელებს” – ნათქვამია შვედეთის პროკურატურის განცხადებაში.
დაკითხვაზე, ასევე იქნება შვედეთის პროკურატურის და გამოძიების წარმომადგენელი. უწყების განცხადების თანახმად, თუკი ასანჟი დათანხმდება, მას დნმ-ის ნიშნებს აუღებენ.
იმის შესახებ, რომ შვედეთი და ეკვადორი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, აგვისტოში გახდა ცნობილი, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობი იყო.
ჯულიან ასანჟს ბრალად ორ ქალზე სექსუალური ძალადობა, კერძოდ, კი, მათთან სექსუალური კონტაქტის დროს პრეზერვატივის გამოუყენებლობა ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გააჯანსაღებს
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა