შვედი ხალხი ფეხზე წამოდგა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საერთო პასუხისმგებლობისთვის – ბლინკენი

“შვედი ხალხი ფეხზე წამოდგა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საერთო პასუხისმგებლობისთვის” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც შვედეთის პრემიერისგან ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტები მიიღო.

“კარგი რამ მიდის მათთან, ვინც ელოდება. უკეთესი მაგალითი არ არსებობს… ამ დოკუმენტის მიღებით, ნება მომეცით, ვიყო პირველი, ვინც მივესალმები შვედეთს, როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულების მხარეს და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 32-ე წევრს… ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ისტორიული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. ჩვენი NATO-ს ალიანსი, ჩვენი თავდაცვითი ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შვედები აცნობიერებენ ძალიან კარგად, რომ თუ პუტინი მზად იყო, ეცადა ერთი მეზობლის წაშლა რუკიდან, მაშინ შესაძლოა, ის ამით არ გაჩერებულიყო და თუ მას დაუსჯელად მოქმედების უფლებას მისცემდნენ, არა მხოლოდ გაგრძელდებოდა მისი აგრესია, არამედ აგრესორებისთვის ეს იქნებოდა სიგნალი, რომ სეზონი ღიაა. ასე რომ, შვედი ხალხი ფეხზე წამოდგა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საერთო პასუხისმგებლობისთვის”, – განაცხადა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – პუტინს ქედს არ მოვუხრი
შემდეგი სტატიამართლაც ისტორიული დღეა… გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს – შვედეთის პრემიერი