შვედი ისლამისტის სამი წლის შვილი ყუმბარით თამაშისას აფეთქდა

სამი წლის შვედის შვილი, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა სირიაში, ყუმბარით თამაშის დროს აფეთქდა -წერს ადგილობრივი მედია.
ბავშვმა საბრძოლო მასალა სახლში იპოვა და თამაში დაიწყო. მასთან იყო მისი უფროსი ძმა, რომელმაც ჭრილობები მიიღო. შემთხვევის ზუსტი დრო და ადგილი ცნობილი არ არის. შვილის სიკვდილის შემდეგ, დედა შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.
ტელეკომპანია SVT-ის ცნობით, ქალი ბოევიკებს სირიაში 2015 წელს შეუერთდა. საკუთარი შვილების ფოტოებს, სადაც ისინი იარაღთან იყვნენ გადაღებული, ის ხშირად აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში.
შვედეთის მთავრობის ცნობით, ქვეყნის დაახლოებით 180 მოქალაქე იბრძვის ისლამისტების მხარეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე “ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს”
შემდეგი სტატიაპოლონეთმა უკრაინული ბენდი ქვეყანაში არ შეუშვა