შვედი დეპუტატი ივანიშვილზე: “ევროპამ უნდა გააგრძელოს ოლიგარქზე ზეწოლა”

რა შეიძლება ასეთ დროს ევროპის მხრიდან გაკეთდეს? – უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ოლიგარქზე“- ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა, გუსტაფ გოთბერგმა განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილსა და მის პარტნიორებზე პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს.

“საქართველო ევროპული სახელმწიფოა, ქართველები ევროპელები არიან და ქართველებს სურთ ევროპელებად დარჩენა. სწორედ ამიტომ ვხედავთ პროტესტს ყოველ დღე და ღამე თბილისში და ჩვენ, დასავლეთში ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. მე პირადად ვარ აღფრთოვანებული ვარ იმ სიმამაცით რასაც რუსთაველის გამზირზე ვხედავ. რა შეიძლება ასეთ დროს ევროპის მხრიდან გაკეთდეს? – უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ოლიგარქზე. ვფიქრობ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის კომპანიონებზე უნდა დაწესდეს.

ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველანაირი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი არალეგიტიმურ მთავრობასთან და ასევე რაც მნიშვნელოვანია, უფრო და უფრო მეტი ევროპელი უნდა ჩავიდეს თბილისში და დაუდასტუროს პერსონალური მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს. ისინი ძალიან მამაცები და გამბედავები არიან და აჩვენებენ რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას”, – განაცხადა მან. 

banner
წინა სტატიაში“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებაზე უარის თქმას არც კი განიხილავს