შვედეთში შვიდი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ავღანელს სამუადმო პატიმრობა მიუსაჯეს

ავღანეთის მოქალაქეს, 22 წლის მამაკაცს შვიდი პირის მკვლელობის მცდელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს შვედეთის ქალაქ ეკშეში. მამაკაცი დამნაშავედ ცნეს 3 მარტს შვიდ პირზე თავდასხმაში, რომლის დროსაც მან ყველა მათგანი დაჭრა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს. დამნაშავე არც ერთ მათგანს არ იცნობდა – “დოიცე ველე” წერს.

ავღანელი შვედეთში 2016 წელს ჩავიდა. სასამართლოში მან თქვა, რომ მხოლოდ სამ პირზე თავდასხმა ახსოვს. მისი თქმით, იმ პერიოდში მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომელიც იმით დამძიმდა, რომ მასთან საუბარში ვიღაც უცნობი იმას ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს. ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ ავრანელს ფსიქოლოგიური დარღვევები ვერ აღმოუჩინა.

სასამართლომ თავდასხმის ნამდვილი მოტივი ვერ დაადგინა. შვედური კანონის თანახმად, პირები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, 10 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ თხოვნას წერენ. არსებული პრაქტიკით, ასეთი პატიმრები დაახლოებით 16 წლის შემდეგ ციხიდან თავისუფლდებიან.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ 2050 წლამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – გახელაძის გათავისუფლება უდავოდ მისასალმებელია, თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი მოქალაქეა დაკავებული