შვედეთში, პირველად 14 წლის მანძილზე, პოლიციელი მოკლეს

შვედეთის პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქ გოტებორგში მოხდა. პოლიციელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, უკანასკნელი 14 წლის მანძილზე პირველად დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა, როცა სროლა დაიწყო. მეწყვილესთან ერთად ის ბისკოპსგორდენის რაიონში იმყოფებოდა. მოგვიანებით მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი ერთდროულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პოლიციაში თვითმხილველებისგან შეტყობინება შევიდა.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის, დანაშაულის მოტივებზე, ეჭვმიტანილებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ გაავრცელებენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ინტენსიურად მიდის გამოძიება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი – მადლობა პოლიციას