შვედეთში პატიმრებმა ზედამხედველები მძევლად აიყვანეს, ისინი პიცას და ვეტმფრენს ითხოვენ

ცენტრალურ შვედეთში ორმა პატიმარმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. მათ ციხე ჰალბიუში ზედამხედველები 21 ივლისს 12:30 წუთზე განაიარაღეს და ოთახის კარებზე ბარიკადები აღმართეს. როგორც ციხის ადმინისტრაციამ გაავრცელა, პატიმრები 24 და 30 წლის არიან და ორივე მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ადგილზე მომლაპარაკებლები და პოლიციის ოპერატიული სამსახურია მობილიზებული. “ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია და სიტუაცია გაყინულია” – უშიშროების სამსხურის მოვალეობის შემსრულებელმა იორგენ ფონ ნორდინმა განაცხადა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პატიმრებმა ვეტმფრენი და თავიანთ ბლოკში ყველა პატიმრისთვის პიცა მოითხოვეს, სულ 20 ცალი. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ დაახლოებით 16:00 საათზე ციხესთან ვეტმფრენი გამოჩნდა. ასევე, მედიაში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც სამართალდამცვეელბს პიცა მიაქვთ.

ჰალბიუ პირველი კლასის ციხეა და ის ყველაზე მკაცრად ითვლება შვედეთში. ციხე ქალაქ ესკილსტუნში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში გახარიას მომხრეებს რწმუნებულები დაითვლიან
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება