შვედეთში მოზარდების ბანდებმა 80-მდე მანქანა დაწვეს

შვედეთში, რამდენიმე ქალაქში ერთად, ათობით მანქანას წაუკიდეს ცეცხლი. პოლიცია მომხდარს დაგეგმილ აქციას უწოდებს. მოზარდების ბანდებმა, რომელთაც სახეზე დაფარული ჰქონდათ, დაამსხვრიეს ან დაწვეს დაახლეობით 80 მანქანა. ხულიგნების აქცია, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაიწყო.
“ეტყობა, საქმე გვაქვს საგულდაგულოდ დაგეგმილ საქმესთან, თითქმის სამხედრო ოპერაციასთან” – შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევანმა განაცხადა.
მანქანები დაწვეს სტოკჰოლმში, გოტებორგში და მათ მიმდებარე ქალაქებში.
პოლიციამ რამდენიმე მოზარდის იდენთიფიცირება მოახდინა. რადიოთი გამოსვლისას შვედეთის პრემიერმა მოზარდებს შეკითხვით მიმართა: “რა ჯანდაბას აკეთებთ?”

ბოროტმოქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშირომი იტალიის ავტომაგისტრალის ოპერატორის პასუხისგებაში მიცემას აპირებს
შემდეგი სტატიაპუტინი ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქორწილს დაესწრება