შვედეთში მეორედ ცდილობენ მთავრობის ფორმირებას

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ სტეფან ლევენს მეორედ დაავალა კოალიციათაშორისი მოლაპარაკებების წარმოება, რომ მთავრობის ფორმირება მოხდეს – ორშაბათს რიქსდაგის გვერდზე გამოქვეყნდა – “დოიჩე ველე” წერს.

ახლა სოციალ-დემოკრატ ლევენს ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ იმ პარტიის წარმომადგენლებს დაელაპარაკოს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ 9 სექტემბრის არჩევნების შედეგად. თუკი მისი მცდელობა წარუმატებელი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარეს ორჯერ შეუძლია კანდიდატურის წარმოყენება. თუკი შედეგი ვერ დადგება ვერც ერთხელ, ახალი არჩევნები დაინიშნება.

ადრე, 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კოალიციური მოლაპარაკებები, რომელსაც ზომიერი კოალიციური პარტიის თავმჯდომარე ულფ კრისტერსონი ატარებდა, ვერ შედგა. მას შემდეგ, რაც რიქსდაგმა მოქმედ პრემიერ-მინისტრს სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ კრისტერსონს მისცა შესაძლებლობა კაბინეტი შეეკრიბა. კრისტერსონის მამერჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა ლევენის ბლოკთან ერთი ხმით წააგო არჩევნები 143 144-ის წინააღმდეგ. თუმცა, ეს შედეგი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მთავრობა ჩამოყალიბდეს. პარლამენტში მესამე ძალა გახდა მემარჯვენე პოპულისტური პარტია “შვედეთის დემოკრატები”.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს