შვედეთში ყალბი ტესტების გაცემაზე გამოძიება დაიწყეს

შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმის შემოგარენში რამდენიმე მედპუნქტში ჩხრეკა ჩაატარა შეტყობინების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაახლოებით 100 ათასმა შვედმა კოვიდ-19-ის ტესტზე არასწორი პასუხი მიიღო.

კერძო სამედიცინო ფონდი Doktorgruppen ეჭვმიტანილია იმაში, რომ მთელი შვედეთის მასშტაბით ფალსიფიცირებულ სერთიფიკატებს რამდენიმე საათში გასცემდა. ფონდი მასალას ანალიზზე არ აგზავნიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ, ვისაც ვირუსი ჰქონდათ, ამის შესახებ არ ეუბნებოდნენ, ისინი კი ვირუსის გამავრცელებლები ხდებოდნენ.
თითოეული პირი სერთიფიკატისთვის 167 ევროს იხდიდა. პანდემიის პერიოდში ეჭვმიტანილმა პირებმა, სავარაუდოდ 10 მილიონი ევროს გამოიმუშავეს.
შვედური მედიის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი 33 წლის ექიმია, ასევე სხვა 6 პირი, რომლებიც ბრალდებას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშიგადახდილი სახურავები და დატბორილი ქუჩები პოლონეთში
შემდეგი სტატიასაუდელებმა, რომლებმაც ჯამალ ხაშოგი მოკლედ, მომზადება აშშ-ში გაიარეს