შვედეთში ჯგუფურ გაუპატიურებას Facebook Live-ით გადასცემდნენ

შვედეთში ქალაქ უპსალას მკვიდრის ჯგუფური გაუპატიურებისათვის სამი მამაკაცი დააკავეს. მთელი სცენა Facebook Live-ით გადაიცემოდა. დილით ადრე უპსალას პოლიციაში ქალმა დარეკა და განაცხადა, რომ “ფეისბუქით” უყურა გაუპატიურების სცენას. მისი თქმით, ტრანსლაციის ბოლოს მამაკაცმა ქალს მიმართა და უთხრა “შენ გაგაუპატიურეთ”.
პოლიციამ დაადასტურა, რომ მათ აღნიშნული ჩანაწერი იპოვეს სოციალურ ქსელში, რომელიც დახურულ ჯგუფში იყო გამოქვეყნებული.
პოლიციისვე ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ სახლში იპოვეს სამი მამაკაცი და ქალი, რომელიც უგონოდ იყო. მამაკაცები დააპატიმრეს, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცების წარმომავლობა და მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გასვლის განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიატრამპმა აბორტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალა