შვედეთში გამოკითხვებით, არჩევნებზე ხალხი ნაციონალისტურ პარტიას მისცემს ხმას

შვედეთის პრემიერმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ამომრჩევლები ფრთხილად უნდა იყვნენ ექსტრემიზმთან და ფაშიზმთან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებენ ვერც სოციალ-დემოკრატიული და ვერც მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები. გამოკითხვის მიხედვით, ანტიმიგრანტული პარტია “შვედი დემოკრატები” (SD) ხმების დაახლოებით 20%-ს მიიღებენ და არჩევნებში მეორე ადგილზე გავლენ. სტეფენ ლიოვენმა განაცხადა, რომ SD-სთვის ხმის მიცემა საშიში და კონტრპროდუქტიულია. მან ეს შეადარა ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას ცეცხლში ბენზინის ჩასხმას – “ბიბისი” წერს.

2014 წლის არჩევნებში შვედეთის ნაციონალისტურმა პარტიამ SD თავისი დეპუტატების მანდატი გააორმაგა პარლამენტში. სავარაუდოდ, ისინი უკანასკნელ შედეგებს ახლაც გააორმაგებენ.

ვინ არიან “შვედი დემოკრატები?”
დღეს პარტიის ლიდერმა იიმი ოკესსონმა თქვა, რომ შვედეთი ექსტრემალური ქვეყანა იყო ბევრ საკითხებში, მათ შორის, მიგრაციაში. მისი თქმით, მიგრანტების რაოდენობის შემცირების მოთხოვნა ევროპის სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივად იქნებოდა გაგებული და მიღებული.
პარტია SD-ს უკვე მრავალი წელია ნეონაცისტებთან და სხვა მემარჯვენე ორგანიზაციებთან აკავშირებენ. პარტია თავდაპირველად 2010 წელს შევიდა პარლამენტში.
ტრადიციულად, მას მუშათა კლასიდან მამაკაცები უჭირენ მხარს, თუმცა, ახლა პარტია ცდილობს ქალებს შორისაც გახდეს პოპულარული. იიმი ოკესსონმა, რომელიც პარტიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ რასიზმს გმობს და მას საკუთარ პარტიაში ვერ მოითმენს. ამის გამო რამდენიმე წევრი გაირიცხა კიდეც. ამის მიუხედავად, პარტია ბევრჯერ გახდა რასიზმთან დაკავშირებული სკანდალის ცენტრში. მაგალითად, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა “ფეისბუქზე” გამოქვეყნა სიმღერა, სადაც მღერიან, რომ “შვედეთი თეთრი ქვეყანაა და ის ჩვენია”.

პარტიას, ასევე სურს შვედეთი ევროკავშირიდან გავიდიეს და მათ პროგრამაში ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება აქვთ შეტანილი. თუმცა, სხვა ცენტრისტული პარტიები ამის წინააღმდეგ გამოდიან, ამიტომ, ის, სავარაუდოდ, არ ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სტეფან ლიოვენი სამთავრობო კოალიციას ხელმძღვანელობს, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია და “მწვანეები” შედიან. როგორც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ასევე “კოალიციურმა პარტიამაც” განაცხადეს, რომ ისინი “შვედ დემოკრატებთან” კოალიციას არ შექმნიან იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხმას აიღებენ ისინი.

banner
წინა სტატიაშიფხენიანში სამხედრო აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები არ გამოიყვანეს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ზე უარესიაო “იბერიაო”… მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერი”