შვედეთის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი არ არის, მაგრამ ის აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში მოკავშირეების გაყოფის მცდელობას.

პოლ იონსონმა შესაბამისი განცხადება Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

იონსონის თქმით, რუსეთი მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისთვის და დიდი ამბიციები აქვს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისთვის.

”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, არის ნატო-ს გაძლიერება და შეკავებასა და თავდაცვაზე ფოკუსირება”, – აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ალიანსის მიზანია არა ევროპაში შესაძლო ომის მოგება, არამედ მისი თავიდან აცილება.

„ვთვლი, კრემლი და თავად პუტინი აცნობიერებენ, რომ ამ ომს წააგებენ. მაგრამ ვთვლი, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში“, – აღნიშნა იონსონმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ევროკავშირისკენ სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას
შემდეგი სტატიადღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება