25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

შვედეთის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

შვედეთის ფაგერსტას მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლაში („ბრინელსკოლანი“) ხმლით შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი მაჩეტეთი იყო შეიარაღებული. სამართალდამცველებმა მისი დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ეჭვმიტანილს ფეხში ესროლეს.

ამ ეტაპზე ხელისუფლებას დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა არ გაუმჟღავნებია. პოლიცია სკოლის ტერიტორიაზე შემოწმებას განაგრძობს, ხოლო უსაფრთხოების ზომების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე სკოლა დროებით დაიკეტა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კრივი-რიჰის უდიდეს სავაჭრო ცენტრს დრონებით დაარტყა — არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიარუმინეთმა Neptun Deep-ის პლატფორმასთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი გაანადგურა