შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა

სტოკჰოლმის საოლქო სასამართლომ პაარსკევს დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც სამშაბათს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო დააკავეს – Expressen-ი წერს. “არსებობს იმის ეჭვი, რომ ეჭვმიტანილი გაანადგურებს მტკიცებულებებს, ან გამოძიების წარმართვას ხელს ნებისმიერი მეთოდით შეუშლის ” – პროკურორმა მატს ლიუნგკვისტმა თქვა. გარდა ამისა, მან მოითხოვა ეჭვმიტანილისთვის შეზღუდვები დააწესონ პატიმრობის პერიოდში.
სავარაუდო ჯაშუში ბრალს არ აღიარებს.

მამაკაცი პარასკევს სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ბარში დააპატიმრეს, სადაც ის რუსეთის აგენტს უნდა შეხვედროდა. 45 წლის ეჭვმიტანილი გოტებერგის უნივერსიტეტში კვლევებში მონაწილეობდა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კი “ვოლვოში” აიტი კონსულტანტად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ თურქი ნაციონალისტების მისალმება კანონით აკრძალა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა Erasmus-ის დაფინანსება 30 მილიარდით გაზარდა