23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

შვედეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხე პუტინის შემდეგაც იქნება

შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, თომას ნილსონის განცხადებით, რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნას ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ნილსონი მიიჩნევს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული კრიზისი დროებითი არ არის.

„ჩვენ ამ კრიზისს დროებითად არ აღვიქვამთ. რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ჩვენ ღრმა, სტრუქტურული და გრძელვადიანი სტრატეგიული დაპირისპირების მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსეთში ეკონომიკური კუთხით სირთულეებს აწყდებიან, ხოლო მაღალჩინოსნები  სტატისტიკას აყალბებენ.

„პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად ლიკვიდირებულია –  გადასახლების, დაპატიმრების ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მკვლელობის გზით. არავინ არსებობს, ვინც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას პოლიტიკურ ალტერნატივად მიმართავდა“, – განაცხადა შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობაზე”: იქ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ
შემდეგი სტატიაგანაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა