შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო შოკირებულია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო შოკირებულია.

მისივე თქმით, ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და სამწუხაროა.

„შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირინა ლომსაძე: ყველა ვინც ეს ჩაიდინა იმ დღეს დაისაჯოს უმკაცრესად