26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

შვედეთის საგარეო მინისტრი: გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია სურს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შვედეთი არ შეწყვეტს იმ მოქალაქეების გვერდით დგომას, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვიან.

ამ კომენტარით შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ“, – დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია ანტიქართული იქნება
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა მარნეულში – არსებული ინფორმაციით, უთანხმოება მუსიკის შეკვეთას მოჰყვა