33 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.
დღეს პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები,- აღნიშნულია შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს”, – წერს შვედეთის საელჩო.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 33 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.








