შვედეთის პრემიერს პარლამენტი უნდობლობას უცხადებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, სტეფან ლიოვენმა პოსტი უნდა დატოვოს.

9 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ, დანარჩენ პარტიებთან შედარებით, ერთით მეტი მანდატი მიიღო, ამიტომ უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლო. ნდობის ვოტუმზე კენჭისყრის ინიციატივით ოპოზიციური ალიანსი გამოვიდა.

პრემიერის გადადგომას ასევე მხარს უჭერენ ნაციონალისტური შვედი დემოკრატებიც.

ახალი პრემიერის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დაასახელოს. შემცვლელის არჩევამდე კი მთავრობას კვლავ სტეფან ლიოვენი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიიშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი კრისტის აუქციონზე იყიდება
შემდეგი სტატია„ოცნების“ დასაქმების პოლიტიკა – 2012 წლიდან საჯარო სამსახურებში წამყვან თანამდებობებს მმართველი პარტიის აქტივისტები იკავებენ