9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შვედეთის პრემიერი: “ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან შანტაჟს ვერ შეეგუება”

“ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან შანტაჟს ვერ შეეგუება”, – ამ შინაარსის განცხადებას, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი აკეთებს.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს ძალიან მკაფიო, ერთიანი პოზიცია, რომ დანიასა და გრენლანდიის გვერდით დგას.

„არაფერია გამოუსწორებელი, მაგრამ ეს ზიანს აყენებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ნდობას. ვფიქრობ, ეს უდავოა. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სერიოზულ დისკუსიებს, მაგალითად, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაზრდის შესახებ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე და ყველა ამ საკითხზე. აუცილებელი წინაპირობაა, რომ ევროკავშირმა გამოთქვას ძალიან, ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ დანიასა და გრენლანდიის უკან. ჩვენ არ ვეთანხმებით რომელიმე ქვეყნის მხრიდან შანტაჟს, მით უმეტეს, მოკავშირის მხრიდან“,- განაცხადა კრისტერსონმა.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრეზიდენტი: “იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს”
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია ფოკუსირება უკრაინის ომის შეჩერებაზე” – კაია კალასი