შვედეთის პოლიცია მიგრანტებს გაექცა

შვედეთის პოლიცია მიგრანტებს გაექცა

შვედეთის პოლიცია მიგრანტებს გაექცაპოლიციის დანაყოფი, რომელიც მიგრანტების მიღების ცენტრ “სიგნალისტენში” (ქალაქი ვესტეროსი) წესრიგის დასაცავად იქნა გამოძახებული, იძულებული გახდა სათადარიგო კარიდან გაქცეოდა მიგრანტების ნაკადს – ამის შეასხებ შვედური გაზეთი VLT წერს.
ინციდენტი 20 იანვარს მოხდა, მაგრამ სამართალდამცველები ამაზე დუმდნენ, სანამ ჟურნალისტებმა არ მიიღეს წვდომა მომხთართან დაკავშირებულ მოხსენებაზე.

საემიგრაციო სამმართველოში შევიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ ცენტრში 10 წლის მოზარდი მუდმივად ძალადობის მსხვერპლია. მიღებული გადაწყვეტილებით, მიგრანტების ნაწილი სხვა ადგილზე უნდა გადაესახლებინათ, მაგრამ ჩინოვნიკები წინააღმდეგობას წააწყდნენ და პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციის მოხსენების მიხედვით, რომელსაც გამოცემა ციტირებს, მისულ პოლიციელებს მიგრანტების ბრბო დახვდა: “ზურგს უკან სულ უფო და უფრო მეტი ხალხი იკრიბებოდა… მე უკვე მზად ვიყავი საკუთარი სიცოცხლისთვის მებრძოლა… შემდეგ მომესმა, რომ ვიღაც ყვიროდა, რომ სათადარიგო გასასვლელი არისო”.

25 იანვარს შვედეთის პოლიციამ 22 წლის მიგრანტი დაიჭირა, რომელიც ცენტრის მუშაკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრასნპორტის მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიაავტოსაგაზო შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტში