შვედეთის პარლამენტში მთავრობას პანდემიასთან არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ

შვედეთის პარლამენტში მთავრობას პანდემიასთან არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ

დღეს შვედეთის პარლამენტის კონსტიტუციურმა კომიტეტმა მთავრობას ბრალი დასდო იმაში, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მან მთელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები ჩააგდო. კომიტეტმა განაცხადა, რომ ძალიან ნელი ტემპებით მიდიოდა ტესტირების მეთოდის დანერგვა და თვალყურის მიდევნება, ვერ დაიცვეს ასაკიანი ხალხი და ვერ უზრუნველყვეს ეროვნული და ადგილობრივი მთავრობების პასუხისმგებლობების გამიჯვნა. ამავე დროს, კომიტეტს მთავრობა არ გაუკრიტიკებია სრული ლოქდაუნის არ შემოღების გამო.

“ცხადია, რომ შვედეთი პანდემიამდე საკმარისად არ იყო მომზადებული და ჩვენ მრავალი წარუმატებლობიდან მხოლოდ გაკვეთილების მიღება შეგვიძლია” – ჰანს ეკსტრომმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
შვედეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მეზობელ სკანდინავიურ ქვეყნებში, თუმცა, იმაზე დაბალი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც ლოკდაუნი იყო შემოღებული.

26 მაისის მონაცემებით შვედეთში კორონავისურის ერთი მილიონი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 14 500 პირი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისენატორი შაჰინი: თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ მზადაა საქართველოს ვაქცინები გამოუყოს
შემდეგი სტატიადანიაში თავშესაფრის მაძიებელთა არაევროპულ ქვეყანაში გაგზავნის შესახებ სადავო კანონი მიიღეს