შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს

შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს.

ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად: „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ინვესტიციას მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის,“ – აღნიშნულია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, შევედთი ხელს უწყობს ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლო ქვეყნებთან ურთიერთობის განმტკიცებას.

„აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გზით, შვედეთი გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ის ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებთან“, – ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რომლის მიზნებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – “ოცნებამ” ჩათვალა, რომ ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება