შვედეთის ელჩი საქართველოში ყველა მხარეს ერთიანი სულისკვეთებით მოქმედებისკენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს

საქართველოში შვედეთის ელჩი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში ყველა მხარეს მიუწოდებს ერთიანი სულისკვეთებით მოქმედებისკენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად, ასევე ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად ერთობლივი მუშაობისკენ.

„1921 წლის კონსტიტუცია იყო საკვანძო მომენტი საქართველოს ერთიანობისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის. დღეს, როდესაც საქართველოსთან ერთად ვზეიმობთ, დაე, ყველა მხარემ იმოქმედოს ერთიანი სულისკვეთებით და მშვიდობიანად იმუშაოს ერთად დემოკრატიის გასაძლიერებლად, ევროპული ინტეგრაციის გასაგრძელებლად. შვედეთი მხარდაჭერას განაგრძობს“, – წერს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძეს ჯილდო და ფულადი დახმარება გადასცეს
შემდეგი სტატიალიეტუვის სეიმის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან