შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში – რობ ბაუერი

ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინა გახდეს ჩვენი ალიანსის წევრი. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა კიევში ვიზიტისას გააკეთა.

ნატოს უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველად ჩავიდა და ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ისე რუსეთთან მიმდინარე ომში.

„ჩემი ვიზიტი – ნატოს პირველი სამხედრო დელეგაციის, რომელიც ეწვია უკრაინას ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, დასტურია იმისა, რომ ნატო და უკრაინა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე“ – განაცხადა ბაუერმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე.

„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მსოფლიო შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური იყო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა და გავხდეთ ზედმეტად პესიმისტები 2024 წელს. პესიმისტები ომებს არ იგებენ. და თუ გადავხედავთ ფაქტებს: არსებობს ყველა მიზეზი, რომ დარწმუნებული ვიყოთ უკრაინის წარმატების შესაძლებლობებში…

ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ ჩვენი დახმარებაა. ნატოს წევრი ქვეყნები და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყანა უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას და ამან ნამდვილად შეცვალა ვითარება უკეთესობისკენ, მაგრამ უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება”, – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს – კობახიძე
შემდეგი სტატიაებრძვიან, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა – ჯაღმაიძე ხიდაშელზე