შვედეთის და პოლონეთის მინისტრები: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისა და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია, რაც ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ და მარგოტ ვალსტრომმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს. საქართველოს პრემიერმინისტრმა პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის და მარგოტ ვალსტრომს უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის პრესსამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს