შვედეთის ჩრდილოეთით მიგრანტები ერთმანეთს მასობრივად დაერივნენ

შვედეთის ჩრდილოეთით მიგრანტები ერთმანეთს მასობრივად დაერივნენ

შვედეთიდაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა მასობრივ ჩხუბში, რომელიც შვედეთის ქალაქ ბუდენთან მდებარე საემიგრაციო ბანაკში გაიმართა – ადგილობრივი გაზეთი NSD წერს.
არეულობები ადგილობრივი დროით 08.00 საათზე დაიწყო, პოლიციის მონაცემებით, თავდაპირველად, ჩხუბი ორ მიგრანტს შორის დაიწყო. ორივე მხარეს თანდათან მომხრეები გამოუჩნდნენ, რომლის შემდეგაც ჩხუბში, საბოლოოდ, ათობით ადამიანი მონაწილეობდა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ საბოლოოდ ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ადგილზე ყველა თავისუფალი ჯგუფი გააგზავნეს.
მათ რამდენიმე მიგრანტი დააკავეს.
აღნიშნულ ბანაკში არეულობები პირველად არ მომხდარა. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზამთარშიც.

banner
წინა სტატიაშიფილმ „ავატარს“ ოთხი სერია გაგრძელება ელდება
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა აშშ-ს მთავრობას კონსტიტუციის დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა