შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება – ლინდე

შვედეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისთვის და მოლოდოვისთის. ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა.

მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს ქვეყნების ევროპულ არჩევანს.

„ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. შვედეთი მხარს უჭერს მათ ერთგულებას და ევროპულ არჩევანს“, – წერს ან ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატიაარახდილი ფარდა უნდა დავახვიოთ და *რაკში გავუკეთო – ჯაფარიძე