შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ

„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის ნეგატიური დამოკიდებულება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ უკრაინული მედია SVT-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„შევხვდი ჩემს თურქ კოლეგას, შეხვედრაზე კი ნატოში შვედეთის შესაძლო წევრობის განაცხადის შეტანაზე ვისაუბრეთ. გვაქვს კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა და მას მსგავსი არაფერი უთქვამს, არც ნატოს ელჩს. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველაფერი თუ გადავწყვეტთ ნატოში განაცხადის შეტანას. ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ გზავნილებს“, – აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან, ფინეთის საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე.

„ჩვენ გვჭირდება მოთმინება ამ პროცესში. ეს ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკას ეხება. პრობლემების უმეტესობა ყოველთვის შეიძლება მოგვარდეს“, – განაცხადა მან ერდოღანის განცხადების კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთისა და რუმინეთის საპასუხოდ, რუსეთი მათი საელჩოების თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ესაუბრა