შვარცნეგერი ტრამპს ადგილების გაცვლას სთავაზობს

შოუ The Celebrity Apprentice-ის რეიტინგი მისი ყოფილი და ამჟამინდელი წამყვანების, დონალდ ტრამპის და არნოლდ შვარცნეგერის უთანხმოების საგანი გახდა. აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში სადღესასწაულო სადილზე სტუმრებს შესტავაზა არნოლდისთვის ილოცონ, რაზეც ჰოლივუდის მსახიობმა უპასუხა, რომ სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს.
ეროვნულ სამლოცველო სადილს, სადაც ტრამპი სიტყვით გამოვიდა, აშშ-ს ყველა პრეზიდენტი ატარებს. ტრადიციას საფუძველი 1953 წელს ჩაეყარა. ტრამპის სადილზე 3500 მოწვეულ სტუმარს შორის ტელეშოუს პროდიუსერი მარკ ბიორნეტი და მისი მეუღლეც იყვნენ. “ვიცით, როგორც გამოვიდა. რეიტინდი ჩამოვარდა. ეს კატასტროფაა. მინდა არნოლდზე ვილოცო, რომ ჩვენ რეიტინგის შენარჩულება შევძლოთ, კარგით?” – პრეზიდენტმა აუდიტორიას მიმართა, რომელიც კონგრესმენების, უცხოელი სტუმრებისა და რელიგიური მოღვაწეებისგან შედგებოდა.


შვარცნეგერმა არ დააყოვნა და “ტვიტერის” საკუთარი გვერდიდან პრეზიდენტს უპასუხა: “ჰეი, დონალდ, გადასარევი იდეა მაქვს. მოდი, გავცვალოთ ადგილები. შენ ტელევიზიას დაუბრუნდი, რეიტინგების ასეთი ექსპერტი თუ ხარ, მე კი შენს სამუშაოს შევასრულებ, რომ ხალხმა მშვიდი ძილი დაიბრუნოს” – თავის ვიდეომიმათვაში ამბობს მსახიობი -წერს “ბიბისი”.
1

banner
წინა სტატიაში(video) მუხურელი მოსწავლეები სოფელში დაკარგულ ტრაქტორზე მღერიან
შემდეგი სტატიაპოლონეთი ევრპოპას ახსენებს თუ ვის ქონდა საკონცენტრაციო ბანაკები პოლონეთში