შვარცნეგერი მეექვსე “ტერმინატორში” დაბრუნდება

შვარცნეგერი მეექვსე

შვარცნეგერი მეექვსე "ტერმინატორში" დაბრუნდებაჰოლივუდის მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა მეექვსე “ტერმინატორის” გამოსვლა დაააანონსა. ახალ ფილმში ის მთავარ როლს შეასრულებს. როგორც დღეს, კვირას The Independent-ი წერს, შვარცნეგერმა განცხადება ავსტრალიის მეცხრე არხთან გააკეთა.
“აბსოლუტური მოუთმენლობით ველოდები ამას” – განაცხადა მსახიობმა და ამასთანავე უარი თქვა რაიმე სახის დეტალების გამჟღავნებაზე.

შვარცნეგერი აშშ-ში 1960-70-იან წლებში გახდა ცნობილი როგორც კულტურისტი. მან მსოფლიო აღიარება ფილმებით “ტერმინატორი”, “მტაცებელი” და “კომანდოთი” მოიპოვა. ის 2003-2011 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სტამბულის ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს
შემდეგი სტატიანიუ-იორკის ორი მცხოვრები 16 თვის ბავშვთან პორნოგრაფიის გამო დააკავეს