შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის, აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს – “აზოვის” პოლკის” მიმართვა

აზოვის პოლკი მიმართვას ავრცელებს, რომელიც 13 ივნისის თარიღს უკავშირდება, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წელს, ქალაქი მარიუპოლი პრორუსი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს:

“რვა წლის წინ აზოვის პოლკმა გაათავისუფლა მარიუპოლი. ყოველწლიურად ქალაქი აღნიშნავდა ამ დღეს.

დღეს მარიუპოლში არ არის დღესასწაული და არც ჩვენ მასთან ერთად, მაგრამ აზოვი ცოცხალია და ქალაქი იცხოვრებს.
შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის, თითოეული დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის, რომელიც რუსეთმა „გათავისუფლებით“ შეურაცხყო.

პუტინი ფიქრობს, რომ “აზოვი” აზოვის ნანგრევების ქვეშ რჩება.

მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა. აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს.

ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან.” ნათქვამია აზოვის პოლკის განცხადებაში, რომელიც მათ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: დანიაში ვიზიტს გამოვიყენებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამ შემთხვევაში, დანიის მხარდამჭერი პოზიციის უზრუნველყოფაში
შემდეგი სტატიაჰერმან საბო: დანია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, თუმცა, ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს