“შურისძიება გარდაუვალია” – რუსეთის “სათადარიგო პრეზიდენტი” იმუქრება

ოპომედიისა და უკრაინული გამოცემების მიერ “სათადარიგო პრეზიდენტად” სახელდასმული დიმიტრი მედვედევი ოპერაცია “პაუტინას” (აბლაბუდა) შემდეგ აშკარა მუქარაზე გადავიდა:

“ყველას, ვინც ღელავს და შურისძიებას ელოდება: ნერვიულობა ბუნებრივია — ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება კი გარდაუვალია, ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

1. ჩვენი არმია აქტიურად უტევს და გააგრძელებს შეტევას. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს — აუცილებლად აფეთქდება, ხოლო ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, — გაქრებიან”.

2. “სტამბოლის მოლაპარაკებები არ იმართება ვინმეს მიერ მოგონილ არარეალურ პირობებზე დამყარებული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრულად განადგურებისთვის. სწორედ ეს არის რუსეთის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მემორანდუმის არსი”,- აცხადებს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიგოგა ჩანადირი გზის გადაკეტვის ბრალდებით, 5.000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაოჯახური ძალადობა, მუქარა, ნარკოდანაშაული – დაკავებულია ერთი პირი