შუქრუთის მაღაროდან. დაღუპული მუშა ამოიყვანეს

შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი. ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი შენობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიაავტომფლობელს “სითი პარკის“ ბარათის შეძენა მაინც მოუწევს