შუქრუთელების აქციის მონაწილეს რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებიან

შუქრუთელების აქციის მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი პირი მას რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრა.

oc-media -ს ინფორმაციით, 24 მაისს მას დაუდგენელმა მამაკაცმა დაურეკა და დააშანტაჟა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ზარის ჩანაწერში ისმის კაცის ხმა, რომელიც კუპატაძეს ემუქრება, რომ თუ პროტესტი არ შეწყდება, რძლის პირად კადრებს გამოუქვეყნებს.

კუპატაძის ინფორმაციით, მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, გადასცა ნომერიც, საიდანაც დაურეკეს და დაემუქრნენ, თუმცა მისივე თქმით, პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო