შუამთის ტერიტორიაზე დაკარგული გოგონები პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

თელავის რაიონში, შუამთის ტერიტორიაზე დაკარგული ორი გოგონა პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.

როგორც თაიმერის-ის ჟურნალისტი იუწყება, გოგონები შუამთის ტერიტორიაზე მათთან ერთად მყოფ თანაკლასელებს დაშორდნენ და ერთ-ერთი ნათესავის ოჯახში იმყოფებოდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.

ისინი თანაკლასელებთან ერთად, კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და დღის ბოლოს შუამთის ტერიტორიაზე იყვნენ. მოზარდები თბილისის ერთ-ერთი სკოლის მერვეკლასელები არიან.

ექსკურსიაზე მათ მასწავლებლები და ერთ-ერთ მშობელი ახლდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია, სამაშველო ბირგადები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

banner
წინა სტატიაში“საუზმე ტიფანისთან” ავტორის ფერფლი 45 000 $ გაიყიდა
შემდეგი სტატიავაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია მიმდინარეობს