შუამავალი, რომელმაც დარბევამდე გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს, პალიკო კუბლაშვილი იყო – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ, გადაცემა „არჩევანში“ 20 ივნისის მოვლენები დეტალურად გაიხსენა და განაცხადა, რომ აქციის დარებევამდე მასთან შუამავალი, პალიკო კუბლაშვილი მივიდა და უთხრა რომ მასთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს უნდოდა.

ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. მისივე თქმით, სწორედ ასე მოხვდა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან.

„იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.

ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის “ქართულ ოცნებაში”. ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში
შემდეგი სტატიაგამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება