შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე – “ევროპული საქართველო” ზეწოლაზე საუბრობს

ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის წევრებმა, გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გაახმოვანეს.

“თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი. 27 მაისს შალვა შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, რათა მოეცათ ნებართვა აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების მოთხოვნით. 28 მაისს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი უნდა განიხილონ საბჭოზე და არჩევნებამდე 5 დღით ადრე, 3 მაისს გასცა ბანერების დაკიდებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები. 30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაც ცდილობდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი. ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით – “აფგან მუხთარლისნაირი „მუხთარლები” საქართველოში მრავლად არიან”,”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა- გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა