შუახევში სტიქიის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 17, 2017 12:05

შუახევში სტიქიის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიგაზეული და ფურტიოში მეწყერი ჩამოწვა.სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პრობლემაა სოფლებში ნაღვარევი და ინწკვირეთი, სადაც მდინარემ ხიდები წაიყო, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები გარესამყაროს მოსწყდნენ.

მეწყერი ჩამოწვა სოფლების ჯაბნიძეებისა და ფურტიოს საავტომობილო გზებზეც. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სტიქიის გამო 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშა, სავარაუდოდ მისი მიწოდება დღის ბოლომდე განახლდება.

მეწყერი ჩამოწვა გვიან ღამით ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, გზას მძიმე ტექნიკა მთელი ღამე წმენდდა, შედეგად, ამ მონაკვეთზე გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 17, 2017 12:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics