შუახევში სასკოლო ავტობუსი დაიწვა

სასკოლო ავტობუსს, რომელიც შუახევში დაიწვა, ინვენტარი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი.

მომხდარის ადგილზე მობილიზებული იყო სასრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ ღლონტი-აკობიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაპიცის დამტარებლად გადაცმულმა იტალიელმა პოლიციელმა მაფიის მეთაური დააკავა