შუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევში, ბარათაულის თემში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი მეოთხე სახლზეც გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა მეოთხე სახლი გადაარჩინეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 14-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის ძალისხმევა უპრეცედენტოა”-წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე
შემდეგი სტატიადღეს გააფორმებენ გადაწყვეტილებას, რომელიც კულუარებში უკვე მიღებულია-ნაზი ჯანეზაშვილი