შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატებზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, საკრებულოს წევრები აიძულეს, რომ ბიულეტენებზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას წრის ნაცვლად სამკუთხედი და კვადრატები მოეხაზათ. სოსლან ზოიძის თქმით, ხმის დათვლის შემდეგ დადასტურდა, რომ 8 ბიულეტენზე კანდიდატი სამკუთხედით იყო შემოხაზული. მისივე თქმით, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარეს არჩევას მხარი “ევროპული საქართველოს” წევრმაც დაუჭირა.

“გუშინ ვერ შეიკრიბნენ და მთავრობის და სუს-ის ”შკოდები” იყო აქ ამოსული. სამ დეპუტატს უთხრეს, რომ მათ კანდიდატი სამკუთხედებით, ხოლო ხუთს – კვადრატებით შემოეხაზა. დღეს დადასტურდა ის, რაც მანამდე ვთქვი. გუშინ ”ევროპულმა საქართველომ” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, დღეს კი, თავმჯდომარის არჩევას მხარი დაუჭირა”, – აცხადება სოსლან ზოიძე.

ოპოზიციის ბრალდებას “ქართულ ოცნებაში” აბსურდულს უწოდებენ. ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბიულეტენის შემოხაზვის ფორმა დეპუტატების არჩევანია და მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე 20 ხმით აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიდამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველო – ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაში შევიდა