შუახევის მინიციპალიტეტში, სოფელ კობალთას ტყეში ხანძარია

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ტყეს დაახლოებით სამი საათის წინ მოედო და ამ დროისთვის, 7 ათასამდე კვადრატული მეტრი ფართობი იწვის.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს, მათ შორის ბათუმიდან, თუმცა ადგილი ტექნიკისთვის მიუვალია, რის გამოც მისი გამოყენება ვერ ხერხდება. ხანძრის ლოკალიზებას სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს

banner
წინა სტატიაშისომხეთის პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციას დაუდგნენ გვერდში
შემდეგი სტატიაქალმა დამოუკიდებლად ამოიღო მკერდიდან იმპლანტები