კურორტებისა და ტურიზმის აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრმა, ავთანდილ გარცკიამ განაცახადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ტურისტებისთვის არ არის საშიში – წერს ადგილობრივი მედია.
“ტურისტიდან ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდება. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ტურისტებისათვის საშიში არ არის” – განაცხადა მან. მისი თქმით, დამფრთხალი ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და აფხაზეთიდან მიდიან 5 ივლისს სოხუმის მოვლენების შემდეგ.
გარცკიას თქმით, საკურორტო სეზონი და ტურისტები აფხაზი მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით არეულობები დაიწყო. ოპოზიციამ გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.