27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

შუა დერეფნის პერსპექტივები: უზბეკეთის მინისტრებმა ფოთის პორტები მოინახულეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთი“, „პეის ჯგუფის“ ახალი საზღვაო ნავსადგური და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მზაობას, ეფექტიანად მოემსახუროს გაზრდილ სატვირთო ნაკადებს. სტუმრები ასევე გაეცნენ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ერთ-ერთი მოწინავეა.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასასამართლო გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს