” შტეპსელიდან ვრთავთ დენს” – გურამ ფალავანდიშვილი “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენებაზე

გურამ ფალავანდიშვილის ვარაუდით, სახელმწიფო, მიუხედავად საზოგადოებისა და ეკლესიის წინააღმდეგობისა, ყველა ღონეს იხმარს, რომ კინოთეატრებში ფილმის პრემიერა გაიმართოს.

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრი ამ წუთებში კინოთეატრ “ამირანთან” იმყოფება.

“მეყიდა ბილეთები წინა სეანსზე, მერე აღარ გამოვსულიყავი, ერთ-ერთი ვერსია ეს იყო, უბრალოდ სხვა სეანსი ყველაფერი გადადებულია. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფილმის ჩვენება შედგეს. არც სხვა სეანსია, არც არაფერი, ოღონდ შედგეს, რაღაცნაირი საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა ამის გაშვებას და სავარაუდოდ, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ მიუხედავად ეკლესიისა, ხალხის წინააღმდეგობისა, ეს ფილმი როგორც დავალება დემოკრატიის და სინამდვილეში სატანის, გაშვებულ იქნას,” – ახცადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ აპირებს ფილმის ჩვენების ჩაშლას, გურამ ფალავანდიშვილი პასუხობს, რომ მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, მშვიდობიანი გზით მაინც მოახერხებს ფილმის ჩვენების ჩაშლას.

“მაგალითად მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება პოლიციის ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, იმედია, რომ არც დაგვარტყამენ, ვაღებთ მშვიდად, ლამაზად კარს და შტეპცელიდან ვრთავთ დენს,” – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატია“ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ”