“შტატების შემცირება გარდაუვალია” – სად წავა სამინისტროს 346 თანამშრომელი?

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შემცირებებს აანონსებს, თუმცა რამდენი ადმიანი დარჩება სამსხურის გარეშე, არ აკონკრეტებს. გიორგაძის თქმით, სპორტის მინისტრის მოადგილეებიდან ერთი ან ორი, უკვე მისი მოადგილის პოსტებს დაიკავებენ.

„ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება. გარდაუვალია შტატების შემცირება,“ – აღნიშნა გიორგაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს, ახალგაზრდობის ნაწილი კი, განათლების სამინისტროს უერთდება. გაურკვეველია 346 თანამშრომლის ბედი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილმა უფლებამოსილება მოიხსნა
შემდეგი სტატია,,უწყებაში შემცირება იქნება” – დავითაშვილი